კალენდარი

იანვარი 2018
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

საახალწლო ღონისძიება 3-3 კლასში

2014 წლის 22 დეკემბერს 33 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ლანა ალადაშვილის  ხელმძღვანელობით გამართეს საახალწლო ღონისძიება. ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.

სპექტაკლი “წითელქუდა”

12 დეკემბერს 53 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “წითელქუდა”. სპექტაკლს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის პედგოგი მელანო ბოჭორიშვილი.

პროექტი “გრიბოედოვი საქართველოში”

19 დეკემბერს რუსული ენის პედაგოგმა გალინა დემენტიევამ ჩაატარა პროექტის “გრიბოედოვი საქართველოში” პრეზენტაცია. ლიტერატურულ საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ნაწყვეტები წერილებიდან და მოისმინეს გრიბოედოვის ვალსი. ასევე დადგეს სკეტჩიც.

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გულით გისურვებთ, რომ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის წარმატებებისა და ულევი სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი. მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგთენებოდეთ.

საახალწლო მეჯლისი

29 დეკემბერს 21 კლასში ჩატარდა საახალწლო მეჯლისი, მოსწავლეებმა იცეკვეს, ითამაშეს და წაიკითხეს ლექსები. მეჯლისს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი მაკა გაბუნია.

საახალწლო ღონისძიება

29 დეკემბერს 3-1  და 3-2 კლასებში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. (პედ.მ.ჭეიშვილი და ი.გოგიჩაშვილი) მოსწავლეებმა  ცეკვით, სიმღერით, ლექსებით და აკრობატული ნომრებით მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი.