კალენდარი

იანვარი 2018
« დეკ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

პროექტი “კონტინენტები”

18 თებერვალს 54 კლასში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე “კონტინენტები”, პროექტს ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების პედაგოგი ნ. ვიალოვი. პროექტის ფარგლებში  ჯგუფებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია კონტინენტების შესახებ. მოამზადეს სლაიდშოუები და კედლის გაზეთები.

რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების წინ მდებარე სახელობითი ვარსკვლავების გაცნობა

17 თებერვალს მუსიკის პედაგოგმა ს. სიმონიანმა მე-63 კლასის მოსწავლეები წაიყვანა შემეცნებით ექსკურსიაზე რუთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების წინ მდებარე ნატო ვაჩნაძის, გივი ბერიკაშვილის და სხვათა სახელობის ვარსკვლავების სანახავად. ბავშვებმა პრეზენტაცია გაუკეთეს მოძიებულ ინფორმაციას გამოჩენილ ადამიანთა მოღვაწეობის შესახებ.

ხატვის კონკურსი “ზამთრის გართობები”

17 თებერვალს სახვითი ხელოვნების პედაგოგებმა მ. ქობულაძემ და ი. კახაძემ მე-3 და მე-4 კლასებში ჩაატარეს ხატვის კონკურსი “ზამთრის გართობები”. მოსწავლეებმა კონკურსზე დახატეს და წარმოადგინეს ნახატები, სადაც გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები, ზამთრის არდადეგებზე მიღებული გართობის ირგვლივ. პედაგოგებმა გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებულები და გადასცეს სიგელები.

საგნობრივი გაკვეთილი “ს.ს ორბელიანის იგავ-არაკები”

16 თებერვალს 51 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნატო სამანიშვილმა ჩაატარა საგნობრივი, ღია შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე: “სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკები”. მოსწავლეებმა გაკვეთილის ფარგლებში განიხელეს, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვები, თუ რა სიბრძნე დევს თითოეულ იგავ-არაკში. ასევე შეასრულეს გრამატიკული დავალებები ჯგუფებში.

დებატები

136-ე საჯარო სკოლის 53 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , ქეთევან ყურაშვილმა, 6 თებერვალს , ჩაატარა დებატები არჩილ სულაკაურის“ სალამურას“ ირგვლივ.

ინტეგრირებული გაკვეთილი “დაკარგული დრო”

2015 წლის 6 თებერვალს 41 კლასში ჩატარდა მათემატიკასა და რუსული ენის ინტეგრირებული გაკვეთილი, სახელწოდებით “დაკარგული დრო”. გაკვეთილს ხელმძღვანელობდა ნ. ლიხაჩევა და მ. არუთუნიანი. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დროის შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები. მუშაობდნენ ჯგუფებში და შეასრულეს დროსთან დაკავშირებული დავალებები.… სრულად »