24 თებერვალს ისტორიის პედაგოგმა ეკატერინე ანჯაფარიძემ, Vბ კლასში მოაწყო საგნობრივი ღონისძიება, თემაზე: „საქართველოს კუთხეები“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების შესახებ, იქ არსებულ ტრადიციებზე, ტაძრებზე, ცნობილ პიროვნებებზე.
მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები,რეფერატები.
24 თებერვალს მათემატიკის მასწავლებლებმა: ლ. ალადაშვილმა და ი. გოგიჩაშვილმა მე-4ა და მე-4გ კლასებში ჩაატარეს მათემატიკური შეჯიბრი.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და შეასრულეს დავალებები. შეჯიბრის მიზანი იყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება და ნასწავლი მასალის გამომჟღავნება.
22 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა, ე.დოგუზოვმა 8ა კლასში მოაწყო პროექტის პრეზენტაცია: „სამხრეთ კავკასიის ხალხები“.
მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დავალებული ჰქონდა მოეძიებინათ ინფორმაცია ქვეყნების შესახებ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და წარმოედგინათ.
ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას, მათ მოამზადეს…
სრულად »
22 თებერვალს მე-5გ კლასში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია: „მოგზაურობა წარსულში“.
პროექტის მიზანი იყო ძველი სამყაროს ხელოვნების შესახებ მიღებული ცოდნის გამოვლენა, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული აზროვნებისა, არგუმენტული მსჯელობისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
ამ პროექტში მოსწავლეებმა შეძლეს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში.…
სრულად »
10 თებერვალს, სპორტის მასწავლებლებმა, ნ. ღლონტმა და ვ. ოგანესიანმა მე-4 კლასთა შორის ჩაატარა შეჯიბრი შაშში.
თავდაპირველად თითოეულ კლასში მოეწყო შესარჩევი ტური, სადაც გამოვლინდა 3-4 ლიდერი, შემდეგ მათ მიიღეს მონაწილეობა კლასთა შორის შეჯიბრში.
11 თებერვალს ხელოვნების მასწავლებელმა ინგა კახაძემ 4ბ კლასში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, თემაზე: “დავიცვათ ბუნება”.
მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა აღნიშნულ თემაზე, წარმოადგინეს ნამუშევრები, ლექსები, მოთხრობები, ფოტო მოსალა გარემოს დაცვაზე.
პროექტის მიზანია ყველა ადამიანის მიერ დედამიწის მიერ დედამიწის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.