კალენდარი

ივლისი 2020
« ივნ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

ჩაატარა საგნობრივი პროექტი – „ბაიკალის ტბა“ და „როგორ ეცნობოდა ადამიანი დედამიწას“

24 თებერვალს გეოგრაფიის მასწავლებელმა, ე. ტუმასიანმა მე-7ა კლასში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, თემებზე: „ბაიკალის ტბა“ და „როგორ ეცნობოდა ადამიანი დედამიწას“. პროექტი მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეებს გაეგოთ ბაიკალის ტბის მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის შესახებ, ასევე თუ როგორ ეცნობოდა ადამიანი დედამიწას. ბავშვებმა ისწავლეს… სრულად »

სულხან – საბა ორბელიანისადმი მიძღვნილი საღამო

11 თებერვალს ქართული ენის მასწავლებელმა ე.ვარდოსანიძემ 5 ა კლასში ჩაატარა სულხან- საბა ორბელიანისადმი მიძღვნილი საღამო. ბავშვებმა წარმოაჩინეს მწერლის შესახებ მომზადეს პრეზენტაციები, სლიდ შოუ და ამომწურავად ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე.

კალიგრაფიის კონკურსი

16 თებერვალს 3ა და 3 ბ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: ე. ვარდოსანიძემ და მ. გაბუნიამ ჩატაარეს კალიგრაფიის კონკურსი. შეირჩა საუკეთესო ნაშრომები. გამოვლენილი გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

საგნობრივი პროექტი “ორკესტრი“

26 თებერვალს მუსიკის მასწავლებელმა,  ს. სიმონიანმა მე-7გ  კლასში  ჩაატარა საგნობრივი პროექტი   ,, ორკესტრი“ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მუსიკალური ორკესტრების შესახებ და წარმოადგინეს. პროექტი გააფორმეს მუსიკალური ნომრებით. შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.

პროექტი „იავნანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში“

26 თებერვალი, მუსიკის მასწავლებლის, სოფიო სიმონიანის მე-4გ კლასში პროექტის „იავნანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში“პრეზენტაცია მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს ინფორმაცია, საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი „იავნანის“ ნიშან-თისებების შესახებ. შეასრულეს მეგრული, აჭარული, გურული და ქართლ-კახური იავნანა. პროექტის ბოლოს გაიხსენეს და ნახეს ნაწყვეტი, ი. გოგებაშვილის მოთხრობა… სრულად »

მე-4ა კლასი ზოოლოგიის მუზეუმში

25 თებერვალს ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო დვალმა მე-4ა კლასის მოსწავლეები წაიყვანა ზოოლოგიის მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს ქართული ფაუნის ნიმუშები, გაეცნენ საქართველოში მობინადრე ცხოველთა სახეობებს. კლასს თან ახლდა დამრიგებელი მზია ჭეიშვილიც.