კალენდარი

თებერვალი 2020
« დეკ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

კონფერენცია ,, ქალთა უფლებები გუშინ და დღეს”

17 მარტს 136 საჯარო სკოლის მე-9დ კლასში, ხ. ფანცულაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა საკლასო კონფერენცია, თემაზე: ,, ქალთა უფლებები გუშინ და დღეს”, კონფერენციამ ჩაიარა საინტერესოდ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს რეფერატები, ფოტო და ვიდეო მასალა. მიმოიხილეს ყველა სფერო სადაც ქალია დასაქმებული და აღნიშნეს მათი როლი… სრულად »

პროექტი “ მსოფლიოს ხალხთა სილამაზე“.

18 მარტს რუსული ენის მასწავლებელმა ნ. ნიფარიშვილმა მე-9გ კლასში განახორციელა პროექტი – “მსოფლიოს ხალხთა სილამაზე“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ სილამაზეს სხვადასხვა ქვეყანაში. წარმოადგინეს რეფერატები, კედლის გაზეთები და სლაიდ შოუები. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში რუსული ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლებას,… სრულად »

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

11 მარტს მე-2ბ კლასის დამრიგებელმა – ფ. თედიაშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა – ს. სიმონიანმა გამართეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მონოლოგები და შეასრულეს სიმღერები დედაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები.  ბავშვებმა დედებს მიულოცეს 3 მარტი და გადასცეს ყვავილები.

პროექტი – „კონტინენტები“

14 მარტს ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნ. ვიალოვამ მე-5დ კლასში ჩაატარა პროექტი, თემაზე: კონტინტები“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია კონტინენტებისა და მათთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის შესახებ. მოამზადეს სლაიდ შოუ, კედლის გაზეთები და რეფერატები.

8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება

7 მარტს რუსული ენის მასწავლებელმა ნინა ლიხაჩევამ და მათემატიკის მასწავლებელმა მარინა არუთუნიანმა, მე-6ა, მე-7ა კლასებს შორის გამართეს 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძება. ღონისძიებაზე მოეწყო კონკურსი, სადაც სხვადასხვა აქტივობებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბიჭები და გოგონები.

ღონისძიება “აბა გამოიცანი”

7 მარტს ისტორიის მასწავლებელმა ე. დოფუზოვამ მე-9ა კლასში გამართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაზე მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად (ტიტები და ზამბახები), გოგონები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონკურსებში (ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე ვირტუოზული და ყველაზე მშვენიერი)… სრულად »