კალენდარი

თებერვალი 2020
« დეკ    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

საგნობრივი ღონისძიება – “ვიკითხოთ წიგნები, ბედნიერები ვიქნებით!”

28 მარტს ქართულის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა II2 კლასში ჩაატარა საგნობრივი ღონისძიება: ვიკითხოთ წიგნები, ბედნიერები ვიქნებით! მოსწავლეებმა თანაკლასელებს გაუზიარეს წაკითხული ნაწარმოებების მიერ მიღებული შთაბეჭდილებები, რომლებიც ჯანი ნოდარიმ და რევაზ ინანიშვილმა დაწერეს.

პროექტი – “საქართველოს კუთხეების ხალხური შემოქმედება”

28 მარტს მუსიკის მასწავლებელმა – თეა კობახიძემ განახორციელა პროექტი, თემაზე: “საქართველოს კუთხეების ხალხური შემოქმედება” მე-6, 7 კლასებში. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეებზე, ფოლკლორსა დატრადიციების შესახებ. წაიკითხეს რეფერატები, წარმოადგინეს სლაიდ შოუ და შეასრულეს ხალხური სიმღერები და ცეკვები. პროექტს დაესწრნენ პედაგოგები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა აქტივობები.

თანამშრომლობითი გაკვეთილი – “ბუნებრივ-სტიქიური მოვლენები”

ა/წ 25 მარტს მე-7 გ კლასში ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ი. რამიშვილმა და ქ. ხუდაბაშევამ  ჩაატარეს თანამშრომლობითი გაგკვეთილი. გაკვეთილზე ქართულ და ინგლისურ ენაზე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები – ბუნებრივ – სტიქიური მოვლენების დასახელებები დაახარისხეს, დააჯგუფეს დედამიწის სფეროების მიხედვით, იმსჯელეს და პრეზენტაცია… სრულად »

პროექტი – ,, ბრაუზერები, საძიებო სისტემები და საფოსტო სერვერები“

25 მარტს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე მელაძემ 6ა კლასში განახორციელა პროექტი, თემაზე: ,, ბრაუზერები, საძიებო სისტემები და საფოსტო სერვერები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კორპორაცია მაიკროსოფტის შექმნის ისტორიას, წარმოადგინეს ინფორმაცია სხვადასხვა საძიებო სისტემებზე, ასევე გაეცნენ საფოსტო სერვერებს, მათ დანიშნულებას და… სრულად »

ინტეგრირებული გაკვეთილი – “სიტყვათწარმოება”

23 მარტს, რუსული ენის მასწავლებელმა ნინა ლიხაჩევამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა ვიკტორია მოშენსკაიამ მე-7 ა კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე:  “სიტყვათწარმოება”. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში, მათ წარმოადგინეს სლაიდშოუ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გამოავლინეს სიტყვათწარმოების შედგენის სხვადასხვა ხერხი.

ღია გაკვეთილი, თემაზე: “სტიქიური უბედურებები”

ინგლისური ენის პედაგოგმა ნატალია ნებიერიძემ 18 მარტს მე-7ბ კლასში  ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე, ,სტიქიური მოვლენები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია სტიქურ მოვლენებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.