11 მარტს მე-2ბ კლასის დამრიგებელმა – ფ. თედიაშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა – ს. სიმონიანმა გამართეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მონოლოგები და შეასრულეს სიმღერები დედაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები. ბავშვებმა დედებს მიულოცეს 3 მარტი და გადასცეს ყვავილები.
14 მარტს ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნ. ვიალოვამ მე-5დ კლასში ჩაატარა პროექტი, თემაზე: კონტინტები“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია კონტინენტებისა და მათთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის შესახებ.
მოამზადეს სლაიდ შოუ, კედლის გაზეთები და რეფერატები.
7 მარტს რუსული ენის მასწავლებელმა ნინა ლიხაჩევამ და მათემატიკის მასწავლებელმა მარინა არუთუნიანმა, მე-6ა, მე-7ა კლასებს შორის გამართეს 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძება.
ღონისძიებაზე მოეწყო კონკურსი, სადაც სხვადასხვა აქტივობებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბიჭები და გოგონები.
7 მარტს ისტორიის მასწავლებელმა ე. დოფუზოვამ მე-9ა კლასში გამართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად (ტიტები და ზამბახები), გოგონები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონკურსებში (ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე ვირტუოზული და ყველაზე მშვენიერი)…
სრულად »
2 მარტს I – ბ კლასში დამრიგებელმა ნ. სამანიშვილმა ჩაატარა დედის დღისადმი მიძღვნილი ღია კლასის საათი. მოსწავლეებმა ვინაიდან უკვე იციან წერა, საკუთარი ხელწერით პირველად დაწერეს, გააფორმეს და დაამზადეს მისალოცი ბარათები და აჩუქეს დედიკოებს.
2016 წლის 4 მარტს შედგა ჩვენს სკოლაში შედგა სასკოლო ვიზიტი G-Prid -ის ფარგლებში კითხვის მიმართულებით.
სასკოლო ვიზიტით სკოლაში იმყოფებოდა ქალბატონი ვარდო ვეკუა.გაკვეთილები ჩაატარეს დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: ქ. ყურაშვილმა, მ. ჭეიშვილმა, მ. კაციტაძემ და მ. გაბუნიამ.
გაკვეთილებს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი…
სრულად »