კალენდარი

მაისი 2019
« აპრ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

საგნობრივი პროექტი „სამხრეთ კავკასიის ხალხები“

22 თებერვალს  ისტორიის მასწავლებელმა,  ე.დოგუზოვმა 8ა კლასში მოაწყო პროექტის პრეზენტაცია: „სამხრეთ კავკასიის ხალხები“. მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დავალებული ჰქონდა მოეძიებინათ ინფორმაცია ქვეყნების შესახებ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და წარმოედგინათ. ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას, მათ მოამზადეს კედლის გაზეთები,… სრულად »

საგნობრივი პროექტი „მოგზაურობა წარსულში“

22 თებერვალს მე-5გ კლასში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია: „მოგზაურობა წარსულში“. პროექტის მიზანი იყო ძველი სამყაროს ხელოვნების შესახებ მიღებული ცოდნის გამოვლენა, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული აზროვნებისა, არგუმენტული მსჯელობისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება. ამ პროექტში მოსწავლეებმა შეძლეს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში.… სრულად »

კლასთა შორის შეჯიბრი შაშში

10 თებერვალს, სპორტის მასწავლებლებმა, ნ. ღლონტმა და ვ. ოგანესიანმა მე-4 კლასთა შორის ჩაატარა შეჯიბრი შაშში. თავდაპირველად თითოეულ კლასში მოეწყო შესარჩევი ტური, სადაც გამოვლინდა 3-4 ლიდერი, შემდეგ მათ მიიღეს მონაწილეობა კლასთა შორის შეჯიბრში.

საგნობრივი პროექტი: „დავიცვათ ბუნება“

11 თებერვალს ხელოვნების მასწავლებელმა ინგა კახაძემ 4ბ კლასში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, თემაზე: “დავიცვათ ბუნება”. მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა აღნიშნულ თემაზე, წარმოადგინეს ნამუშევრები, ლექსები, მოთხრობები, ფოტო მოსალა გარემოს დაცვაზე. პროექტის მიზანია ყველა ადამიანის მიერ დედამიწის მიერ დედამიწის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

სამოდელო გაკვეთილი „ფართობის გამოთვლა პალეტით, დამფარავი კვადრატებით“

Vბ კლასში ჩატარდა მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი (მასწავლებელი G-PRIED-ის ჯგუფის  წევრი  ნინო კეკელიძე) თემაზე: „ფართობის გამოთვლა პალეტით, დამფარავი კვადრატებით“. გაკვეთილზე  გამოყენებული  იყო G-PRIED-ის აქტივობები. ესწრებოდნენ : ფასილიტატორი ლანა ალადაშვილი და ჯგუფის წევრები.   ფასილიტატორისა და ჯგუფის წევრების მიერ მოხდა გაკვეთილის ანალიზი.

პროექტი „ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე“

 2016 წლის 12 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ 5 გ 5ე, 6გ და 6დ კლასებში ჩაატარა პროექტი თემაზე: „ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე“ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ქართული ენა დიდი ისტორიის მქონე უმდიდრესი და უაღრესად განვითარებული ენაა. ენის ლექსიკური… სრულად »