კალენდარი

აგვისტო 2018
« ივნ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

პროექტი „ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე“

 2016 წლის 12 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ 5 გ 5ე, 6გ და 6დ კლასებში ჩაატარა პროექტი თემაზე: „ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე“ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ქართული ენა დიდი ისტორიის მქონე უმდიდრესი და უაღრესად განვითარებული ენაა. ენის ლექსიკური… სრულად »

კარლ პოპერის სახელობის დებატები ჩვენს სკოლაში

9 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკა ყურაშვილმა და მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა – თეონა საურმა, მარიამ მერაბიშვილმა, მარიამ თოდუამ და ნინო კიკვაძემ – სკოლის მასშტაბით ჩაატარეს კარლ პოპერის სახელობის დებატები. დებატებში მონაწილეობდა სკოლის 6 გუნდი. პირველი ადგილი წილად… სრულად »

სასკოლო პროექტი: კარლ პოპერის სახელობის დებატები ჩვენს სკოლაში

2 თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკა ყურაშვილმა  Xბ კლასის მოსწავლეებთან ერთად  ჩაატარა  ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მასშტაბით კარლ პოპერის სახელობის დებატების ჩატარებასა და პოპულარიზაციას. პროექტი  ხორციელედება მერვედან და მეცხრე კლასის ჩათვლით. მასში მონაწილეობს 6 გუნდი.

ამხანაგური შეხვედრა „შაშში“

2016 წლის 29 იანვარს სპორტის პედაგოგმა, ზინაიდა პეტროსიანმა მეექვსე კლასებს შორის ჩაატარა ამხანაგური შეხვედრა „შაშში“. თამაში საინტერესოდ წარიმართა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გოგონებისა და ვაჟების ჯგუფები. თამაშში პირველ ადგილზე გავიდნენ VIგ კლასის მოსწავლეეები: ანი ჩაჩუა და აჩი ოქრიაშვილი, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს დანარჩენმა მოსწავლეებმა.

ეგვიპტის პირამიდები

25 იანვარს ინგლისური ენის მასწავლებელმა, მელანო ბოჭორიშვილმა მე-6 გ კლასში გამართა რეფერატების დაცვა, თემაზე:  “ეგვიპტის პირამიდები”. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით მოიძიეს ინფორმაცია, შეისწავლეს უცხო სიტყვები. წარმოადგინეს რეფერატები და სლაიდ შოუები.

პროექტი: „ადამიანი და სამყარო“

22 იანვარს ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ქობულაძემ მე-4 კლასებში ჩაატარა პროექტი: „ადამიანი და სამყარო“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულ გამოცდას ინოვაციურ სფეროში. მოსწავლეები გაეცვნენ თემებს, რომელიც ყველა დროისათვის მნიშვნელოვანია. კლასი დაიყო სამ ჯგუფად და გადაინაწილეს თემები: დავიცვათ ბუნება, დავეხმაროთ ერთმანეთს,… სრულად »