კალენდარი

მაისი 2018
« აპრ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

არქივი

წამოგვყევით ფეისბუქზე

სასარგებლო ბმულები

ეგვიპტის პირამიდები

25 იანვარს ინგლისური ენის მასწავლებელმა, მელანო ბოჭორიშვილმა მე-6 გ კლასში გამართა რეფერატების დაცვა, თემაზე:  “ეგვიპტის პირამიდები”. მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით მოიძიეს ინფორმაცია, შეისწავლეს უცხო სიტყვები. წარმოადგინეს რეფერატები და სლაიდ შოუები.

პროექტი: „ადამიანი და სამყარო“

22 იანვარს ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ქობულაძემ მე-4 კლასებში ჩაატარა პროექტი: „ადამიანი და სამყარო“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულ გამოცდას ინოვაციურ სფეროში. მოსწავლეები გაეცვნენ თემებს, რომელიც ყველა დროისათვის მნიშვნელოვანია. კლასი დაიყო სამ ჯგუფად და გადაინაწილეს თემები: დავიცვათ ბუნება, დავეხმაროთ ერთმანეთს,… სრულად »

ღონისძიება – “საახალწლო კარნავალი”

25 დეკემბერს, მე-2 ა კლასში დამრიგებელმა თეა კობახიძემ ჩაატარა ღონისძიება – “საახალწლო კარნავალი”. ღონისძიებაზე მოწვეული ჰყავდათ თოვლის ბაბუა, მოსწავლეებმა შეასრულეს მხიარული სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ლექსები.

გილოცავთ შობა-ახალ წელს

ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს!  გილოცავთ შობა-ახალი წელს, გისურვებთ წარმატებულ 2016 წელს.

მუსიკალური კალიგრაფიის კონკურსი

16 დეკემბერს მუსიკის მასწავლებელმა თეა, კობახიძემ მე-4, მე-5 და მე-6 კლასებში ჩაატარა მუსიკალური კალიგრაფიის კონსკურსი. მოსწავლეებს წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა მოესწროთ სანოტო რვეულებში, 3 ხაზიანი მუს. ფრაგმენტის ჩაწერა. კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვენულები.

ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი საღამო

მე-4 დ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკატერინე ვარდოსანიძემ ჩაატარა ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს პოეტის შემოქმედება. წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს მის ღვაწლზე.