პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის III ეტაპი განხორციელდება 2 ივნისიდან და 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე http://registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლის რეგისტრაციის შემდეგ საჭირო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება ელექტრონულად, ელექტრონულ ფოსტაზე – Tbilisi136@mes.gov.ge.

მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად ელექტრონულად/დასკანერებული უნდა წარადგინოს (ელ. ფოსტა – Tbilisi136@mes.gov.ge), შემდეგი დოკუმენტები:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
(იხ. განცხადების ნიმუში);
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლი;
4. ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
5. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
6. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის პირები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ 2020 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ბავშვი უნდა იყოს 6 წლის.

გაითვალისწინეთ რეგისტრაციის შემდეგ – 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე – Tbilisi136@mes.gov.ge. აღნიშნულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმულზე https://emis.ge/upload/doc/pirvelklaselta_instruqcia.pdf