26 თებერვალს I ბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაკა კაციტაძემ ჩაატარა პროექტი თემაზე: „მისალოცი ბარათები“ მისალოცი ბარათი არის ილუსტრირებული ბარათი, რომელიც ასახავს მეგობრობას, სიყვარულს და სხვადასხვა გრძნობას. გარდა იმისა რომ მისალოც ბარათებს განსაკუთრებულ დღეებში აგზავნიან, როგორიც არის დაბადების დღე, შობა, ახალი წელი ან სხვა დღესასწაულები, მათ ასევე მადლობის ნიშნადაც აგზავნიან ხოლმე.
პროექტის მთავარი იდეა იყო-რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებაში.მოსწავლეები შეეცადნენ დაემზადებინათ ბარათები საკუთარი ხელით,გაეფორმებინათ საკუთარი გემოვნებით,ჩაეწერათ მისალოცი სიტყვები და გამოეხატათ კეთილი განწყობა იმ ადამიანების მიმართ,ვისაც უძღვნიდნენ ბარათს.მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს კონვერტებისა და ბარათების სასურველი დიზაინი. მათ გამოჭრეს ბარათები,მისცეს სასურველი ფორმები,საკუთარი გემოვნებით გააფორმეს გარეკანი აპლიკაციებით,სტიკერებით,ნახატებით.და შემდეგ წარმოაჩინეს საკუთარი ნამუშევრები.