27 თებერვალს III / ა კლასის „ მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა ჩაატარა საგნობრივი ღონისძიება „ გარემო, სადაც ვსწავლობ“. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები: „ როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა“ , „ რას ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი სკოლა უფრო სუფთა იყოს?“ “ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავალამაზო საკლასო ოთახი?“ სასკოლო გარემოს მიმართ პასუხისმგებლობისა და მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზნით, მოსწავლეებმა განიხილეს სიტუაციები და გამოიტანეს დასკვნები, ისაუბრეს კლასელებს შორის ურთიერთობის შესახებ, გააკეთეს წარმოსახვითი სკოლის მაკეტი და დახატეს წარმოსახვითი სკოლის ეზო.