სსიპ ქალაქ თბილისი N136 საჯარო სკოლა

0167 თბილისი, გლდანი ნი, /, ტელ. (995 32) 265-29-80

e-mail: Tbilisi136@mes.gov.ge.  www.136skola.ge 

სსიპ ქალაქ  თბილისის  N136  საჯარო  სკოლა  აცხადებს  პირველკლასელთა რეგისტრაციას 20202021 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება ოთხ ეტაპად.

I ეტაპი2020 წლის 02 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება – რეგისტრირდებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის  მშობელები განცხადებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით სამინისტროსათვის მიმართვის ფორმას ავსებს სკოლაში. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების შემდეგ, სკოლა დაუკავშირდება მშობელს.

საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. დოკუმენტაციის წარდგენა მოხდება 2020 წლის 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი2020 წლის 27 აპრილიდან 08 მაისის ჩათვლით  რეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები:

  • რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი სკოლის თანამშრომელია;
  • რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

გაითვალისწინეთ, რომ  I და II  ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  რეგისტრაციის პარალელურად (რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია).

I  და II  ეტაპზე მოსწავლეებს არეგისტრირებს სკოლა.

III ეტაპისაყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 2020 წლის 13 მაისიდან დაიწყება და 05 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 👉 www.emis.ge ელექტრონულად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2020 წლის  08  ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

IV ეტაპი – 2020 წლის 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

შენიშვნა:  2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება N34/ნ   საფუძველზე, მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად უნდა წარადგინოს, შემდეგი დოკუმენტები:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. ორი ფოტო სურათი 3X4 (ფერადი);
  4. ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრები);
  5. მშობელთა/მეურვის პირადობის მოწმობის ასლები;
  6. მეურვის შემთხვევაში, მეურვეობის დამადასტურებელი ნოტარიული ასლი;
  7. ლტოლვილის/სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  8. სსსმ პირის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საბუთების მიღება იწარმოებს სკოლის კანცელარიაში 1400 საათიდან 1600 საათამდე (შაბათ კვირის გარდა).