IV ბ კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სასკოლო საგნებისა და კლასგარეშე წრეების სახელწოდებები. აღნიშნული ლექსიკის შესაჯამებლად , ინგლისური ენის მასწავლებელმა მელანო ბოჭორიშვილმა მოსწავლეებს დაავალა მოემზადებინათ საკუთარი საკლასო ცხრილი ინგლისურ ენაზე ან შეექმნათ მათი საოცნებო სკოლის გაკვეთილების ცხრილი. 21 თებერვალს კი წარმოადგინეს ნამუშევრები პრეზენტაციის სახით. აღნიშნული აქტივობა მათთვის საინტერესო იყო და მან უზრუნველყო მათი ლექსიკური ერთეულების ცოდნის გამყარება.