21 თებერვალს, მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ, VI ა და VI ბ კლასებს შორის ჩაატარა მუსიკალური ვიქტორინა. კითხვები მოიცავდა ღია, დახურულ და მოსასმენ მასალას და შედგენილი იყო მთლიანად სასკოლო პროგრამის განვლილი მასალიდან.

ვიქტორინას ესწრებოდა მუსიკის მასწავლებელი სოფო სიმონიანი, რამდენიმე მშობელი და გულშემატკივარი მოსწავლეები. ერთ ქულიანი ანგარიშის სხვაობით, გაიმარჯვა VI ბ კლასმა.