17 თებერვალს, IV /ბ კლასში, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა მოსწავლეთა სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გაცნობის მიზნით, მოიწვია ამავე კლასის მოსწავლეების: ელენე და სალომე ჯულაიძეების მამა, ფინანსისტი და ლექტორი შალვა ჯულაყიძე. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა ფინანსისტის პროფესიაზე, ფულის წარმოშობის ისტორიასა და ლექტორის საპატიო საქმიანობაზე. საინტრრესო მოსაუბრესა და მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია. ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჯარისკაცის ცხოვრებასა და სამშობლოს დამცველებზე. ბატონი შალვა მათთვის გასაგები ტერმინოლოგიითა და ლექსიკით ამომწურავ პასუხებს სცემდა მოსწავლეებს. შეხვედრა დამთავრდა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სტუმარს და კარგი განწყობით მოემზადნენ მომდევნო გაკვეთილისთვის.
