6 თებერვალს III  კლასში (დამრიგებელი ნინო კეკელიძე) მოწვეული გვყავდა ექიმი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში გავრცელებულ გრიპის ვირუსზე , მასთან დაკავშირებულ პრევენციულ ქმედებებზე მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, რაზედაც ნელი ექიმმა მათთვის გასაგებ ენაზე გასცა პასუხები და ბავშვების ცნობისმოყავარეობა დააკმაყოფილა.

ექიმმა ბავშვებს მოუთხრო რომ ამ სეზონზე გავრცელებულია  A და უმეტესად B ტიპის ვირუსი. იგი  ხასიათდება თავისა და ყელის ტკივილით, ტემპერატურის მატებით, ხველით, ზოგადი საერთო სისუსტით.

მან ბავშვებს ურჩია, ამ სიმპტომების შეგრძნებისას აუცილებლად გააგებინონ მშობლებს, ხოლო მშობლებმა მიმართონ ექიმს. ასევე ექიმის რეკომენდაციაა, ვირუსის ტარების დროს არ იარონ სკოლაში და არ შეუქმნან საფრთხე სხვა ბავშვების ჯანმრთელობასაც.

ბავშვებმა ყურადღებით მოუსმინეს ნელი ექიმს, მათ პირობა დადეს, რომ  მის რჩევებს გაითვალისწინებენ.