III / ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა 6 თებერვალს ჩაატარა „ქართული კალიგრაფიის კონკურსი“.
მიზანი იყო: ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, აგრეთვე ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის განვითარება.
ყველა მოსწავლემ დიდი მონდომებითა და რუდუნებით გამოძერწა ნატიფი ქართული ასოები.
გამოვლინდა რამდენიმე საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი, რომლებიც გამოიფინა სკოლის ჰოლში.