6 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ IV კლასში ჩაატარა პროექტი თემაზე:

„ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე და თუ გული გაქვს – გულიც აქ არის“…

„მზე დედაა ჩემი,
მთვარე_მამა ჩემი,

ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლლავები,
და და ძმაა ჩემი.“

გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო მიზანი და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნის შესაბამისი შედეგიც მივიღე. მოსწავლეებმა გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი,წაიკითხეს და აღწერეს მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენები, მარტივად დაახასიათეს მზე, მთვარე, შეასრულეს ინტერაქტიული სავარჯიშოები, საგნობრივი ცოდნა დააკავშირეს ერთმანეთთან.

გაკვეთილზე გამოყენებულმა ინტერაქტიულმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში საგანთაშორისი კავშირის დანახვას და უფრო ეფექტური გახადა საგაკვეთილო პროცესი, ხელი შეუწყო სასწავლო მიზნის მიღწევას, გააადვილა გაგება-გააზრების პროცესი, მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი, მიმზიდველი გახადა დავალებების შესრულების პროცესი. გაკვეთილმა აგრეთვე  ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარის, მრავალფეროვნების მიღებისა და შეგუების უნარის განვითარებას, მოსწავლეთა მაქსიმალურ და ხალისიან  ჩართვას სასწავლო პროცესში.

მოსწავლეები ინფორმაციის და თემასთან დაკავშირებული ფოტოების მოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თემა იყო მათთვის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და თითოეული მათგანი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა დავალებას.