5 დეკემბერს, დამრიგებელმა თეა კობახიძემ, II გ კლასში დაიწყო გრძელვადიანი პროექტი ,,ჯანსაღი კვება – ჩვენი ჯანმრთელობის საწინდა” პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 4 სამუშაო შეხვედრა. მოსწავლეები პედაგოგთან ერთად საუბრობდნენ სწორი კვების სარგებლობასა და არაჯანსაღი საკვების მავნებლობაზარიე. ნახეს არაერთი თემატური ვიდეორგოლი. შექმნეს ნახატები, შეავსეს ცხრილები, დაწერეს თავიანთი მოსაზრებები დასაბუთებით, თუ როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს მოზარდმა, რომ ჯანმრთელ ადამიანად ჩამოყალიბდეს. პროექტის დასკვნითი შეხვედრა შედგა 25 დეკემბერს. მოსწავლეებმა და პედაგოგმა, ერთად შეაჯამეს მთელი ამ დროის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია. პროექტის მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული, ამას მოწმობს ბავშვების რადიკალურად შეცვლილი დამოკიდებულებები სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ.