2 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ  I კლასში ჩაატარა პროექტი თემაზე:

„მასწავლებელი მოსწავლის გზის მანათობელი ჩირაღდანია“

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებს დაეთვალიერებინა სკოლის დირექციის, ბიბლიოთეკის, ექიმისა და მანდატურების სამუშაო კაბინეტები,ასევე ნახეს სასადილო ოთახი,მოსწავლეები დიდი მონდომებით ათვალიერებდნენ სკოლის შიდა ტერიტორიას და გულისყურით უსმენდნენ მათ საუბარს.

თავდაპირველად ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილება.ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს ესაუბრა სიკეთეზე, განათლებაზე, ღვთის სიყვარულზე და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე.ბავშვებს ასწავლა თუ, როგორ შეიძლება დროის სწორად განაწილება.

„ბიბლიოთეკა, განაგრძობს ბავშვებისა და მოზარდი თაობის ჩართულობით აქტიურ მუშაობას განათლების ამაღლებისათვის და უკეთესი მომავლისათვის!“

ასევე სკოლის ექიმი და მზარეული ესაუბრნენ მოსწავლეებს,ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჰიგიენის შესახებ.

მოსწავლეებმა ნახეს სკოლის დირექტორის ოთახი, იმყოფებოდნენ სამასწავლებლოში, სადაც მათ შეხვდა სკოლის სასწავლო ნაწილი,სხვადასხვა საგნის პედაგოგები, რომლებმაც მოსწავლეებს სიბეჯითე და წარმატება უსურვეს.

მათ იხილეს მანდატურების სამუშაო კაბინეტი,მათთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის დადებითად შეფასდა.

ჩემს პირველკლასელებს ვუსურვებ, რომ სკოლაში გატარებული წლები მათთვის ყოფილიყოს საინტერესო,ახალი აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე.ცოდნის გაღრმავების, დასახული მიზნების განხორციელების სურვილი მუდამ თან სდევდეს თითოეულ მათგანს.