ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკა ყურაშვილმა 16 დეკემბერს მე-11 გ კლასში ჩაატარა . ჟიურის წევრები იყვნენ, უკვე კარგად გამოცდილი მოდებატეები, მე-12 გ კლასის მოსწავლეები-მარიამ მუსელიანი, თამარ გუშარაშვილი, ნინი მიშკუდიანი. დღევანდელ ტურში მონაწილეობა მიიღო ორმა გუნდმა – “ლიხმა”(მარიამ ქობალია, დავით ჭუჭულაშვილი, ლილე ლაშხია) და “კორიმმა”(მარიამ ხუციშვილი, მარიამ ლურსმანაშვილი, კატო ბარდაველიძე). გამარჯვება წილად “ლიხს” ხვდა. “მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საზოგადოების მსოფლმხედველობისა და გამწყობის ჩამოყალიბებაში” – ამ რეზოლუციის ირგვლივ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი დაპირისპირება წარიმართა. ნიშანდობლივია, რომ ორივე გუნდი კარგად იყო მომზადებული. მოსწავლეები სიღრმისეულად ფლობდნენ საკითხს, სპიკერთა გამოსვლებში, გარდა ერუდიციისა, მაღალი საპრეზენტაციო უნარები ჩანდა, გამოსვლები ექსპრომტად ჩვენ თვალწინ იქმნებოდა.