29 ნოემბერს 4ბ კლასის დამრიგებელმა, ე.მელაძემ, ჩაატარა ღია კლასის საათი თემაზე: ,,არა ძალადობას!”. რა შეიძლება იყოს ბავშვთა სისასტიკის მიზეზები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსგავსი პრობლემების პრევენციაზე? რა როლი აქვს სკოლას, ოჯახს და საზოგადოებას ამ პრობლემის დროულად შეფასებასა და აღმოფხვრაში? რა ზომები უნდა იქნეს მიღებული,რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ბულინგის საფრთხე? მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმი”ბულინგი სკოლაში” და “ძალადობა ოჯახში”. იმსჯელეს ფილმის პერსონაჟების შესახებ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება.