„მინი – მუზეუმი სკოლაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელზედაც იმუშავეს  IV / ბ კლასისს მოსწავლეებმა. პროექტის ხანგრძლივობა სამ კვირას მოიცავდა. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად:  „ქართული სამზარეულო“, „საშობაო დღესასწაულების მუზეუმი“, „ისტორიული მუზეუმი“, „ფოტოგრაფიის მუზეუმი“, „ვაჟა-ფშაველას მუზეუმი“ და „ წიგნის  მუზეუმი“.

მოსწავლეებმა  შერჩეული მუზეუმის შესახებ მოიძიეს მასალები.  პროექტის შესრულებისას აღრიცხეს ექსპონატები.

25 ნოემბერს მოსწავლეებმა  დამოუკიდებლად შეძლეს „ექსკურსიამძღოლობა“.

„ მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა,  აღნიშნა, რომ თითოეული ჯგუფი შეეცადა „მინი-მუზეუმი“:  კრეატიული,  საინტერესო და ლამაზი ყოფილიყო.