21 ნოემბერს IV ა კლასში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ. ხუდაბაშევამ ჩაატარა პროექტი „My Family” (ჩემი ოჯახი), მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთი ოჯახის შესახებ. ნამუშევრები გააფორმეს ოჯახური ფოტოსურათით და კლასში წარმოადგინეს პრეზენტაცია.