შრომას დანახვაც სჭირდება და დაფასებაც “შრომის” ერთ-ერთი პირველი განმარტება ფილოსოფოს ჰანა არენდტს კუთვნის. არენდტის მიხედვით, მე-17 საუკუნეში, ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ შრომამ, როგორც ადამიანების მიერ შესრულებულმა საქმიანობამ, დაფასება და ღირებულება შეიძინა, ხალხმა შრომას, ბევრი ანდაზა და ბრძნული გამონათქვამი მიუძღვნა. IVა კლასის მოსწავლეებმა „ მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე იმსჯელეს შრომის მნიშვნელობაზე, არასრულწლოვანთა შრომასა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. დაადგინეს, რომ „შრომას დანახვაც სჭირდება და დაფასებაც“. მოსწავლეებმა, მასწავლებელ ქეთევან ყურაშვილის თხოვნით, მოიძიეს მარგალიტებად ხალხში გაბნეული ანდაზები, დაამზადეს ლოზუნგები, 22 ოქტომბერს წარაუდგინეს თანაკლასელებს და მოაწყვეს გამოფენა. მისასალმებელია, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან რომ ეცნობიან კანონს , რომელიც აწესრიგებს შრომის საკითხებს.