III /ა კლასში, “მე და საზოგადოების” გაკვეთილზე მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა გამართა დისკუსია თემაზე: „წინაპრები, თანამედროვეობა, შთამომავლობა და საგვარეულო ხე“.მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი წინაპრების , თანამედროვეებისა და შთამომავლების უფლებებსა და მოვალეობებზე. შემდეგ კი, მშობლებსა და ბებია-ბაბუებზე ბევრი საინტერესო ამბავი მოიძიეს, დახატეს საგვარეულო ხე და 16 ოქტომბერს თავიანთი უსაყვარლესი ადამიანები გააცნეს თანაკლასელებს .