კალენდარი
ნოემბერი 2019
« ოქტ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: ნოემბერი 2019

ვიქტორინა „მათემატიკური თავსატეხები და ლოგიკური ამოცანები“

12 ნოემბერს მათემატიკის მასწავლებელმა მარინე ყანდაშვილმა მე-9-ბ და მე-10 -გ კლასებში მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების და ანალიტიკური მსჯელობის უნარების განვითარების მიზნით  ჩაატარა ვიქტორინა თემაზე: „მათემატიკური თავსატეხები და ლოგიკური ამოცანები“. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და თითეულმა ჯგუფმა წარმოადგინა ნამუშევრების პრეზენტაცია.

კარლ პოპერის სახელობის დებატები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკა ყურაშვილმა 11 ნოემბერს მე-11 გ კლასში ჩაატარა კარლ პოპერის სახელობის დებატების პირველი ტური. ჟიურის წევრები იყვნენ, უკვე კარგად გამოცდილი მოდებატეები, მე-12 გ კლასის მოსწავლეები-მარიამ მუსელიანი, თამარ გუშარაშვილი, ნინი მიშკუდიანი. დღევანდელ ტურში მონაწილეობა მიიღო ორმა… სრულად »

საკლასო გამოფენა თემაზე “შრომა”

შრომას დანახვაც სჭირდება და დაფასებაც “შრომის” ერთ-ერთი პირველი განმარტება ფილოსოფოს ჰანა არენდტს კუთვნის. არენდტის მიხედვით, მე-17 საუკუნეში, ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ შრომამ, როგორც ადამიანების მიერ შესრულებულმა საქმიანობამ, დაფასება და ღირებულება შეიძინა, ხალხმა შრომას, ბევრი ანდაზა და ბრძნული გამონათქვამი მიუძღვნა.… სრულად »

III ა კლასი “საგვარეულო ხე”

III /ა კლასში, “მე და საზოგადოების” გაკვეთილზე მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა გამართა დისკუსია თემაზე: „წინაპრები, თანამედროვეობა, შთამომავლობა და საგვარეულო ხე“.მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთი წინაპრების , თანამედროვეებისა და შთამომავლების უფლებებსა და მოვალეობებზე. შემდეგ კი, მშობლებსა და ბებია-ბაბუებზე ბევრი საინტერესო ამბავი მოიძიეს, დახატეს საგვარეულო… სრულად »

იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საგნობრივი ღონისძიება

31 ოქტომბერს 2 გ კლასში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საგნობრივი ღონისძიება პედაგოგი ნატო სამანიშვილი. მოსწავლეებმა მოისმინეს და ნახეს ინფორმაცია ი. გოგოებაშვილის შესახებ, მისი ბავშვობის, სტუდენტობის და საერო მოღვაწეობის შესახებ. და მოახდინეს 1 თვის მანძილძე შესწავლილი მოთხრობების პრეზენტაცია.

საკლასო პროექტი თემაზე: „თვლის სისტემები”

25 ოქტომბერს  Vა კლასმა (მასწავლებელი ნინო კეკელიძე) წარმოადგინეს პროექტი თემაზე: „თვლის სისტემები“(ნუმერაცია, რიცხვების სახელწოდებებისა და აღნიშვნის ხერხების ერთობლიობა). მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, მოიძიეს ინფორმაცია პოზიციურ და არაპოზიციურ სისტემებზე, რომაულ და ეგვიპტურ თვლის სისტემებზე. დაამუშავეს, დაახარისხეს და გააკეთეს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ „თვლის… სრულად »