2019 წლის 16 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ II კლასში ჩაატარა პროექტი თემაზე:                                        „ნორჩი კალიგრაფი“

მოგეხსენებათ,საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას, მათგან ერთ-ერთია კალიგრაფიული კულტურის ჩამოყალიბება.

მე-2 კლასის მოსწავლეებს გავაცანი ძველი და თანამედროვე კალიგრაფების ნაშრომები, ვუამბე, ვინ იყვნენ ჩვენი ძველი კალიგრაფები,როგორ ქმნიდნენ ისინი ხელნაწერ წიგნებს…მოსწავლეები ძალაინ დაინტერესდნენ.

პროექტ “ნორჩი კალიგრაფის” მიზანი იყო, მოზარდებს ესწავლათ ფიქრი თითოეული ასოს დაწერის დროს და ლამაზად წერა. პროექტმა მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია. მათ შეარჩიეს და დაწერეს ნაწყვეტი მათთვის საინტერესო ნაწარმოებიდან. დათქმულ დღეს, ყველა მოსწავლემ მოიტანა საკუთარი ნაშრომი. რამდენიმე მათგანმა ჯგუფის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა სიამაყით გამოჰფინეს საკუთარი ნაშრომები საკლასო ოთახში. კალიგრაფიაზე ზრუნვა ამით არ დაგვისრულებია. გაკვეთილის გარკვეულ დროს ხშირად ვუთმობთ ლამაზად წერას. ამ მცდელობამ შედეგი გამოიღო და მოსწავლეები უკვე თვითონვე ცდილობენ, გაიუმჯობესონ კალიგრაფია.

სოლომონ  ბრძენი იტყოდა: „ ვინც თავის ენას კარგად მოუვლის, ის ჭირს არ გადაეყრება“.
ასე, რომ ქართველებს ყველაზე მეტად გვმართებს ღვთაებრივი საუნჯის : „ენის, მამულის და სარწმუნეობის“ დაცვა.