4 ივნისს,  IV/ ა კლასში, დამრიგებელმა ქეთევან ყურაშვილმა მოსწავლეების ზოგადი ცოდნის გამოსავლენად ჩაატარა კონკურსი “ ყველაზე ჭკვიანი ჯგუფი“.  ტემპერატურამ პიკს მიაღწია, კითხვები ჩარხივით ტრიალებდა “ალმოდებულ” მოსწავლეთა გონებაში, მერე ეს კითხვები აზრებად გარდაიქმნებოდა და მზა პასუხები ასო-ასო, რიცხვებად და მაგალითებად ლიანდაგებივით განლაგდებოდა თაბახის ფურცლებზე. სწორად გაცემული კითხვების პასუხები კომპეტენტური ჟიურის დახმარებით კოხტად დასკუპდებოდნენ გუნდების შეფასების ცხრილში და”ყველაზე ჭკვიანი” ერთი გუნდის კი არა, სამი გუნდის გასწვრივ განლაგდა. ასე გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. გამარჯვებულ გუნდებს თითო ქულით ჩამორჩნენ მოწინააღმდეგე გუნდები. დღე იყო ცხელი, ემოცია 100 გრადუსი C, მაგრამ ტვინების გალესვა ღირდა ამად.

წარმატებები, ბავშვებო!