ბულინგი, არასასურველი აგრესიული ქცევა

ვიდეოები მოამზადეს IVკლასის მოსწავლეებმა.

ტერმინიბულინგიინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ  როლური ურთიერთობალიდერიგარიყულიმხოლოდ სასკოლო ასაკიდან  არ იღებს სათავეს. იგი  უფრო ადრეულ, სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს
ბულინგიაქტუალური პრობლემაა  მთელ მსოფლიოში.

 პრობლემის  შემჩნევისთანავე, მასწავლებლები, ცდილობენ  მრავალგვარი აქტივობით „უმკურნალონ“ აგრესიულ მოზარდს.

 

IVკლასის დამრიგებლის: ქეთევან ყურაშვილის თქმით, აგრესიული  სახის ქცევის დროულად აღმოფხვრის ერთ-ერთი უმტკიმნეულო საშუალებაა დაინახო მოძალადე მსხვერპლის განცდები ან წარმოიდგინოს თავი მის ადგილზე. ამიტომ მომხდარი სიტუაციების გათამაშება შედეგს გამოიღეს –  ყოველ შემთხვევაში პრობლემის ჩანასახში მაინც. იგი ამბობს, რომ სადამრიგებლო კლასშიც  ხდება პატარ -პატარა არასასიამოვნო ქცევა, რომელებიც  დროული ჩარევის გარეშე  შეიძლება პრობლემად იქცეს.

ქეთევან ყურაშვილი  თავის  მოსწავლეებთან ერთად,   ახდენდა  დაკვირვებას  და გაითამაშეს ის სიტუაციები, რომლებიც  წარმოიქმნა თანაკლასელებს შორის, შექმნეს  თვალსაჩინო მასალები ვიდეოების სახით. ეს ვიდეოები კომპიუტერულ ლაბორატორიაში აჩვენა კლასის ყველა მოსწავლეს.  მოსწავლეება იცნეს საკუთარი თავი და იმსჯელეს მომხდარი ფაქტების შესახებ.

ვიდეოებს მოსწავლეებზე ნეგატიურად არ უმოქმედია, იყვნენ  მშვიდები, მხიარულები და მომხდარ ფაქტებზე რეაგირებდნენ სწორად. ამგვარი  აქტივოვობა  საინტერესო, ეფექტური და უმტკივნეულო „მკურნალი“  იქნება იმ მოსწავლისათვის, რომელიც  ვერ აკონტროლებს თავის არასასურველ აგრესიულ ქცევას.

დამრიგებელი ამბობს, რომ მოსწავლეებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს კვლევას  და თვალსაჩინო მასალების მომზადებას.