დღეს ჩვენს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.
ამ დროს უმცროსები ბოლო ზარზე ოცნებობენ, უფროსებს წარსული ახსენდებათ. ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია.
წარმატებებს ვუსურვებთ მე-12 კლასელებს. მათ წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვთ.