კალენდარი
მაისი 2019
« აპრ   ივნ »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: მაისი 2019

მშობელთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!

  სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2019  წლის  23  მაისის N656  ბრძანების საფუძველზე,  სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 17 ივნისს  10:00 საათიდან 16:00 საათამდე. სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 05 ივნისიდან 11 ივნისამდე… სრულად »

ჯანი როდარის „ ჩიპოლინოს თავგადასავალი“ IIა კლასში

24 მაისს, II ა კლასელებმა ქართულის მასწავლებელ: ქეთევან ყურაშვილთან ერთად სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნახატების გამოფენა მოაწყვეს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს, აგრეთვე ისაუბრეს ჯანი როდარის : “ჩიპოლინოს თავგადასავალში” გადმოცემულ ამბებზე, პერსონაჟებზე და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებზე.

ბულინგი

ბულინგი, არასასურველი აგრესიული ქცევა ვიდეოები მოამზადეს IVა კლასის მოსწავლეებმა. ტერმინი “ბულინგი” ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ  როლური ურთიერთობა „ლიდერი–გარიყული“ მხოლოდ სასკოლო ასაკიდან… სრულად »

ბოლო ზარი

დღეს ჩვენს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების… სრულად »

“ეტალონის” საგანმანათლებლო პროექტი

11 აპრილს ჩვენი სკოლა ჩაერთო “ეტალონის” საგანმანათლებლო პროექტში. საუკეთესო შედეგის მქონე მე-8 ბ კლასის მოსწავლე გიორგი კოხრეიძე განაგრძობს ფინალურ ეტაპზე თამაშს განათლების სამინისტროში. ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

კარლ პოპერის სახელობის დებატები

კარლ პოპერის სახელობის დებატები სსიპ N136 საჯარო სკოლაში, ორთვიანი დაძაბული თამაშების შემდეგ, დასრულდა! გაიმარჯვა ” ნიკემ”( მარიამ ხაჩიძე, სალომე ბუთხუზი, თორნიკე თავართქილაძე). საუკეთესო სპიკერები გახდნენ: რუსუდან პეტრიაშვილი, ნიკა გურაშვილი. მეორე ადგილი დაიკავა “ალმასმა” (მარი ქავთარაძე, რუსუდან პეტრიაშვილი, მარიამ ჭედილაშვილი), ვულოცავთ გამარჯვებულებს!