გლდანის რაიონის გამგეობის ინიციატივით ამავე ტერიტორიაზე არსებული კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტურნირი -“გლდანის თასი ფრენბურთში 2019”, სადაც წარმატებულად იასპარეზეს ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდმა. მათ დაძაბულ ორთაბრძოლებში ტურნირიდან გამოთიშეს N132 და N118 საჯარო სკოლები, რის შემდეგაც პროფესიონალ ფრენბურთელთა გვერდით ღირსეულად დაიკავეს III ადგილი.