სსიპ ქალაქ  თბილისის  N136  საჯარო  სკოლა  აცხადებს  პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება ოთხ ეტაპად.

I ეტაპი – 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება – რეგისტრირდებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის  მშობელები განცხადებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით სამინისტროსათვის მიმართვის ფორმას ავსებს სკოლაში. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება ხდება 8-დან 22 აპრილის ჩათვლით.

 

მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნა და  ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მშობელს ეცნობება 25-დან 30 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი – 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით  რეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები:

  • რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

გაითვალისწინეთ, რომ I და II  ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  რეგისტრაციის პარალელურად (რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია).

I  და II  ეტაპზე მოსწავლეებს არეგისტრირებს სკოლა.

III ეტაპისაყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 2019 წლის 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 👉 www.emis.ge ელექტრონულად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2019 წლის  13  ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

IV ეტაპი – 2019 წლის 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

შენიშვნა:  რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს (რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 16 სექტემბერის ჩათვლით).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება N34/ნ   საფუძველზე, მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად უნდა წარადგინოს, შემდეგი დოკუმენტები:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. ორი ფოტო სურათი 3X4 (ფერადი);
  4. ჯანმრთელობის ცნობა;
  5. მშობელთა/მეურვის პირადობის მოწმობის ასლები;
  6. მეურვის შემთხვევაში, მეურვეობის დამადასტურებელი ნოტარიული ასლი;
  7. ლტოლვილის/სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  8. სსსმ პირის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

საბუთების მიღება იწარმოებს სკოლის კანცელარიაში 1400 საათიდან 1600 საათამდე (შაბათ კვირის გარდა).                                                                                                                                                   

დირექცია