28 თებერვალს სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლას ესტუმრნენ თავდაცვის უწყების თანამშრომლები. ეს შეხვედრა გაიმართა 10-12 კლასელებთან საქართველოს თავდაცვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე  სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში.

სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს. მათ უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.

ეს პროექტი მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.