IVა  კლასის მოსწავლეებმა, 18 დეკემბერს , „მე და საზოგადოების“ მასწავლებლის, ქეთევან ყურაშვილის, ხელმძღვანელობით დაიცვეს პროექტი “მინიმუზეუმი სკოლაში“. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში: მოინახულეს მუზეუმები,  დაამზადეს კედლის გაზეთები, ფოტომასალები, მოიძიეს საჭირო ინფორმაციები და მოაწყვეს სკოლაში  მინიმუზეუმი. ბოლოს მოირგეს გიდის როლი და დამთვალიერებლებს  საინტერესოდ  წარუდგინეს „მუზეუმში“ განთავსებული „ექსპონატები“ .

საგანი„მე და საზოგადოება“  წელს პირველად შემოვიდა სკოლაში და მოსწავლეთა დიდი ინტერესი  გამოიწვია. ეს საგანი  მოსწავლეებს  აწვდის ძალიან საჭირო  და საინტერესო ინფორმაციებს, რომლებიც   აქტუალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.