კალენდარი
დეკემბერი 2018
« ნოე   თებ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 19/12/2018

იგავ-არაკების კონკურსი

14 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა მე-3 ბ კლასში ჩაატარა იგავ-არაკების კონკურსი. მოსწავლეები უკეთ ჩაწვდნენ ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების არსს და გააცოცხლეს იგავ-არაკების გმირები. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით.

საგნობრივი კონფერენცია „ფშა ჩემი თვალებით“

3 დეკემბერს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნ. სამანიშვილის ხელმძღვანელობით მე-4 ბ კლასში ჩატარდა საგნობრივი კონფერენცია, თემაზე: „ფშა ჩემი თვალებით“. მოსმენილი ტექსტის შემდეგ გაიმართა განხილვა – დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ. დისკუსიის შედეგად მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, სადაც გადმოსცეს მათ მიერ განცდილი და გაგებული შთაბეჭდილებები.