2018  წლის 6 დეკემბერს მე-6ბ კლასის    მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად    განახორციელეს პროექტი, თემაზე: „მთასა ჰლოცავდა ბარიცა“ ვაჟა ფშაველას პოემა „ბახტრიონის“ მიხედვით.

პროექტის მთავარი იდეა იყო ის, რომ უფრო ღრმად ჩაახედოს, უფრო დააახლოვოს მოსწავლე შემოქმედის სამყაროსთან.

პროექტი აქტუალური იყო იმით, რომ მოსწავლეები გაიაზრებენ მწერლის სულიერ სიდიადეს, ჰუმანურობასა და უბრალო ხალხის სიყვარულს.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით,  საგანმანათლებლო სივრცეში არსებული  სასწავლო რესურსების გამდიდრება ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოსწავლეთა მიერ, უკვე არსებული სასწავლო რესურსების მოძიება-გაცნობა, ამ მიზნის მისაღწევად საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული  ტექნიკის მოქნილად გამოყენება, მოსწავლეებში პროგრამით გათვალისწინებული მასალის მიმართ  ინტერესის გაღვივება და მხატვრულ ნაწარმოებზე სიღრმისეული წვდომის უნარის გამომუშავება, გადაცემულ მასალაში სათვალსაჩინო ეპიზოდების მოძიება. ამ მიზნით, ბავშვების თვალით დანახული გმირების, პეიზაჟების, ჩანახატების შექმნა.

მოსწავლეებმა  დააგროვეს შესაბამისი ცოდნა.  პროექტის წევრებმა  შექმნეს   რესურსები.

პროექტის წევრებს  და მათ  ხელმძღვანელს, მაკა კაციტაძეს დასახული მიზანი მიღწეულად  მიაჩნიათ,  რადგან    პროექტის მიმდინარეობისას ორი კვირის მანძილზე შექმნეს   უამრავი სასწავლო რესურსი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ვაჟა-ფშაველა ისეთი შემოქმედია, რომელიც ყველა დროს საჭირო და აქტუალურ რჩევებს გვაწვდის.

ვაჟა-ფშაველა სიბრძნის მასწავლებელია, ვაჟა-ფშაველა მამულიშვილობის მასწავლებელია. ვაჟას საკლასო ოთახი სრულიად საქართველოა, მოსწავლეები – ერთიანი ქართველი ერი, დაფა კი – ჩვენი სულები, რომელზედაც დიდ მასწავლებელს გამოჰყავს კაცთა სიყვარულის ფორმულა, – წერდნენ ვაჟაზე.

ამ პროექტით გადავწყვიტე, მოსწავლეთათვის კიდევ ერთხელ გამეხსენებინა მისი ცხოვრების გზა, აფორიზმები და გამონათქვამები, რომლითაც გაჯერებულია მთელი შემოქმედება.

მისი ბრძნული, ფრთიანი გამონათქვამები ეხმარება მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, სწორი პოზიციის დაჭერასა და ჯანსაღ აზროვნებაში.