მთელი ჩვენი სიცოცხლე კეთილისა და ბოროტის ჭიდილშია. მაინც რა არის სიკეთე? სიკეთე იმდენად დიდი მადლია, რომ მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.

სიკეთე, უანგაროდ ჩადენილი კარგი საქმეა, რითაც სხვას ბედნიერებას მიანიჭებ. ქართველთა სულიერი მამა სულხან–საბა გვასწავლის ,,კაცის დიდი სიკეთე იგია, რომ სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაიფაროს“. სიკეთეს უდიდესი ძალა აქვს.

ქართული ხალხური სიბრძნეა: „კარგი ჰქენი, ქვა დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება“,

ანუ სიკეთე უკვალოდ არ იკარგება, იგი მუდამ ბრწყინავს, ვითარცა  ობოლი მარგალიტი სიბნელეში.

სიკეთის თემაზე ჩატარდა კიდევ ერთი პროექტი მე-3ა კლასში, რომელიც 2018 წლის 9 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ  წარმოადგინა მოსწავლეებთან ერთად ვაჟა-ფშაველას ,,სათაგურის“ მიხედვით.

ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, მათთან მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო.

მოთხრობა “სათაგური” მოგვითხრობდა  ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ისტორიას, სათაგურში გამომწყვდეული თაგვის გადარჩენისათვის თავგანწირული მეგობრების შესახებ.  წარმოდგენა ამოცანად ისახავდა  გაერთონ და თაგვების მაგალითზე ასწავლონ ბავშვებს ის თუ, როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები. ეს ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ. მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული.  იმისთვის ვართ ამ  ქვეყანად,  რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე აღვასრულოთ.

მოსწავლეები სიხარულითა და მონდომებით მონაწილეობდნენ პროექტ-ღონისძიებაში. ისინი გამდიდრდნენ ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით.

ბავშვებმა ისწავლეს გუნდური მუშაობა, ზღაპრულ, ფერად სამყაროში ყოფნის ბედნიერება. იყვნენ ინტერესიანები, მეოცნებენი, რომანტიკოსები, ისწავლეს თავის დაჭერა აუდიტორიის წინაშე, ისწავლეს, როგორ წაეკითხათ წიგნი და დაენახათ ნაწარმოების გმირების ხასიათი… როგორ გახდნენ ინდივიდები დიდ და კონკურენტულ გარემოში…