8 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა,  ეკა ყურაშვილმა, მე-8 ე კლასში და 3 დეკემბერს მე-8 გ კლასში მოაწყო მკითხველის თეატრი.

მოსწავლეები დავით კლდიაშვილის ” დარისპანის გასაჭირის”  ხმამაღალ როლურ კითხვაში  ჩაერთნენ. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას.  ამიტომ მოსწავლეები (მკითხველები) გადმოსცემდნენ განწყობილებას, ტონს, ემოციებსა  და მოქმედ პირთა ხასიათს ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით.  მკითხველის თეატრმა მოსწავლეებს მისცა  საშუალება, ერთდროულად ევარჯიშათ და განევითარებინათ  კითხვისა და მეტყველების უნარები. მოსაწავლეებმა თამაშით ისწავლეს ტექსტიც და გამომსახველობითი კითხვაც.