ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მისიაა შექმნას საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის საუკეთესო დემოკრატიული გარემო. ისინი ახორციელებენ პროექტებს, რომელიც მიმართულია მშობელთა საჭიროებების შესწავლასა და მათი ცნობიერების ამაღლებაზე.

7 დეკემბერს ასოციაციის წევრებმა გამართეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. 10 წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული საკითხების ირგვლივ.

შეხვედრის ბოლოს მშობლებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.