კალენდარი
დეკემბერი 2018
« ნოე   თებ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: დეკემბერი 2018

შემეცნებითი გასართობი ღონისძიება

21 დეკემბერს, ქართული ენის (ქ. ყურაშვილი) ბუნებისმეტყველებისა (ნ. დვალი) და მათემატიკის (მ. არუთუნიანი), მასწავლებლებმა ერთობლივად ჩაატარეს შემეცნებითი გასართობი ღონისძიება მე-2ა კლასში, სახელწოდებით: “ყველაზე ჭკვიანი”. მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და საგნობრივი ცოდნის წარმოდგენის უნარები. ამგვარი ღონისძიებები მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობის, აზრთა გაზიარებისა… სრულად »

საკლასო კონფერენცია “იმერეთი”

ისტორიის პედაგოგმა ე. ანჯაფარიძე მე 20 დეკემბერს 5 ა კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: ” იმერეთი ” . მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და წეს- ჩვეულებების შესახებ. დაამზადეს პლაკატები.

„მინიმუზეუმი“ IVა კლასში

 IVა  კლასის მოსწავლეებმა, 18 დეკემბერს , „მე და საზოგადოების“ მასწავლებლის, ქეთევან ყურაშვილის, ხელმძღვანელობით დაიცვეს პროექტი “მინიმუზეუმი სკოლაში“. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში: მოინახულეს მუზეუმები,  დაამზადეს კედლის გაზეთები, ფოტომასალები, მოიძიეს საჭირო ინფორმაციები და მოაწყვეს სკოლაში  მინიმუზეუმი. ბოლოს მოირგეს გიდის როლი და დამთვალიერებლებს … სრულად »

იგავ-არაკების კონკურსი

14 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა მე-3 ბ კლასში ჩაატარა იგავ-არაკების კონკურსი. მოსწავლეები უკეთ ჩაწვდნენ ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების არსს და გააცოცხლეს იგავ-არაკების გმირები. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით.

საგნობრივი კონფერენცია „ფშა ჩემი თვალებით“

3 დეკემბერს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნ. სამანიშვილის ხელმძღვანელობით მე-4 ბ კლასში ჩატარდა საგნობრივი კონფერენცია, თემაზე: „ფშა ჩემი თვალებით“. მოსმენილი ტექსტის შემდეგ გაიმართა განხილვა – დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ. დისკუსიის შედეგად მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, სადაც გადმოსცეს მათ მიერ განცდილი და გაგებული შთაბეჭდილებები.

პროექტი “ამოცანების შედგენა მიღებული მონაცემების საფუძველზე”

13 დეკემბერს მათემატიკის მასწავლებელმა მ. არუთუნიანმა მე-4 ბ კლასში განახორციელა პროექტი, თემაზე: “ამოცანების შედგენა მიღებული მონაცემების საფუძველზე”. ბავშვებმა მოიძიეს მასალა მოცემულ თემებზე შეადგინეს სხვადასხვა ტიპის ამოცანები და გააკეთეს პრეზენტაცია.