სკო­ლა არ არის მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ად­გი­ლი, არა­მედ ეს არის სამ­ყა­რო, სა­დაც ბავ­შვი ყა­ლიბ­დე­ბა და დიდი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს წევ­რო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მოს­წავ­ლის სკო­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღვივებაზე ზრუნავა მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი მიზანთაგანია.

IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქეთევან ყურაშვილი, განსაკუთრებით მოემზადა სასწავლო წლის პირველი დღისათვის, მოს­წავ­ლეებს, სკო­ლა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო, თბი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მო  დაახვედრა. გაითვალისწინა, მათი,  გასული სასწავლო წლის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი სურვილები და ჩაატარა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „როგორც დავასრულეთ, ისე დავიწყეთ“, მოსწავლეები ერთმანეთს გაეჯიბრნენ განვლილი მასალის ცოდნაში, შეასრულეს ლოგიკური  და მხიარული სავარჯიშოები, თავიანთი განწყობა გადმოსცეს ნახატებში დაგააკეთეს პრეზენტაციები, ჯგუფებმა ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს და ქულათა რაოდენობით, თითქმის, თანაბარი შედეგები აჩვენეს!

მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პირველი დღის ემოცია მოტივაცია იქნება მოსწავლეთა  განწყობის შესაქმნელად, რათა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ   ჩვეული მონდომებით შეუდგნენ სწავლას.