სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება, ცოდნა. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად კარგად აითვისებს ბავშვი წიგნთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარს, რამდენადაც სწორედ წიგნის დახმარებითაა შესაძლებელი მოზარდმა მიიღოს დამატებითი, კლასგარეშე ლიტერატურა, რითაც იგი გაიღრმავებს ცოდნას და  მიიღებს ახალ ინფორმაციას. სკოლის ბიბლიოთეკას ამ მხრივ მნიშვნელაოვანი როლი აკისრია, რამდენადაც ამ კაბინეტში ბავშვები ყოველდღიურად წიგნთან მუშაობას სწავლობენ.

ჩვენი ბიბლიოთეკა მდიდარია ლიტერატურით, ამასთანავე, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მყუდრო გარემო და სათანადო რესურსი საუკეთესო პირობებს უქმნის თანამშრომლებსა თუ აღსაზრდელებს მუშაობის, მასალების მოძიებისა და გაკვეთილების მომზადებისათვის.

136-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ამ მხრივ არ წარმოადგენს გამონაკლისს.

თავისი საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სკოლაში საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიუილი მუშაობის ორგანიზებას, ქმნის წიგნიერ გარემოს და ამაღლებს სასწავლო პროცესების აკადემიურ დონეს.

წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავება და ინფორმაციის დამოუკიდებელი ძიება არის სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი.

2018 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა პროექტი თემაზე: „წიგნი ყველგან და ყოველთვის!“ ამ მიზნით სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ I I გ კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად, სადაც ჩატარდა ლექცია – საუბარი. პატარებმა გაიცნეს სკოლის ბიბლიოთეკარი, დაათვალიერეს და დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში. ისინი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდნენ.

ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, წაიკითხონ როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური  საბავშვო ნაწარმოებები. ბიბლიოთეკას სასწავლო პროცესში მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მისი სივრცე და მრავალფეროვანი რესურსი  გამოიყენება როგორც პროგრამით გათვალისწინებული, ასევე კლასგარეშე აქტივობებისთვის.