31 ოქტომბერს ხელოვნების მასწავლებელმა ი.კახაძემ ჩაატარა ხატვის კონკურსი, თემაზე: “შემოდგომის ჯადოსნური ფერები”.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-3 ა და მე-3 ბ კლასის მოსწავლებმა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ის, თუ როგორ აღიქვამდნენ მოსწავლეები გარემოს იმ საოცარ ფერებს და სილამაზეს, რომელიც ახასიათებს შემოდგომას.
ბავშვებმა თავის ნახატებში ზუსტად გადმოსცეს ის შთაბეჭდილება, რომელსაც მათზე ახდენს შემოდგომის ნაირფეროვნება.