სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნ. ნიპარიშვილმა 2018 წლის 31 ოქტომბერს 9ა კლასში ჩაატარა პროექტი, სახელწოდებით: “უფლებები და მოვალეობები”.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ღრმად გაეცნენ ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებს. დამატებით მოიძიეს მასალა ინტერნეტში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთეს თემასთან დაკავშირებული სლაიდ შოუ, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთები.