IIIკლასის მათემატიკის მასწავლებელმა ნინო კეკელიძემ 2018 წლის 26 ოქტომბერს განახორციელა პროექტი, თემაზე: „მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის მსვლელობაში, რომელიც ხორციელდებოდა მთელი თვის განმავლობაში. შედგა რამდენიმე შეხვედრა, მასწავლებელი ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილავდა ნამუშევრებს, აძლევდა მითითებებს შესრულებული დავალების ირგვლივ, მოსწავლეები ითვალისწინებდნენ მიღებულ შენიშვნებს და ასწორებდნენ. ბავშვები ხალისით ეძებდნენ რიცხვებს და მათემატიკის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, გადაიღეს ფოტოები, რომელიც დაასათაურეს და აღწერეს. ასევე საინტერესოდ წარმოადგინეს საპრეზენტაციო პროგრამით შექმნილი დავალება.

დასასრულს მათ გააკეთეს დასკვნა, რომ მათემატიკა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იგი დაბადებისთანავე გამოიყენება, როდესაც ახალშობილს ხელზე უკეთებენ სარტყელს, სადაც დატანილია ზომისა და წონის აღმნიშვნელი რიცხვები.