26 ოქტომბერს მათემატიკის მასწავლებლებმა მ. არუთუნიანმა და ი. გოგიჩაშვილმა მე-2ა და მე-2 გ კლასებში განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით: “აპლიკაცია”.
მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში იძიებდნენ კომპოზიციებსა და აპლიკაციებს. გეომეტრიული ფიგურებით წინასწარ დაამზადეს სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურები და მათი გამოყენებით წარმოადგინეს ულამაზესი აპლიკაციები.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში განევითარებინა დამოუკიდებლად მუშაობისა და კეთებით სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, ასევე ჩამოეყალიბებინა ესთეტიკური გემოვნება.